თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
თბილისის მერია
· 25 თებერვალი 2026, 00:00
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების კუთხით გამკაცრებული კანონმდებლობის მიუხედავად, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით დარღვევები კვლავ ფიქსირდება.
მისი განმარტებით, შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟს ახდენს, რაც მუნიციპალიტეტისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„2017 წლიდან, რაც ხელისუფლებაში მოვედით, აქტიურად ვებრძვით უკანონო მშენებლობებს. გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო მაშინ და ახლა სულ სხვა სურათია, თუმცა კვალაც გვაქვს გამოწვევები, რასაც ღირსეული პასუხი სჭირდება. მთელი ამ დროის განმავლობაში ვხვეწთ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და აღსრულების წესებს, ვითხოვთ სხვადასხვა კომპონენტის გათვალისწინებას. შევიმუშავეთ რეგულაციები და გავამკაცრეთ კანონები. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, მოქალაქეთა უსაფრთხო და კომფორტული ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც შენობა ექსპლუატაციაში შევა. 2017 წელს, სხვა ცვლილებებთან ერთად, ამოქმედდა შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები. ამოქმედების დღიდან, თბილისის არქიტექტურის სამსახური მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს სკურპულოზურად ამოწმებს წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობას უსაფრთხოების წესებთან, ადგენს ხარვეზებს, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების აქტიური სისტემების საჭიროების შესახებ და არ გასცემს ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხარვეზები არ სწორდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დასრულებულ შენობა-ნაგებობას ექსპლუატაციაში იღებს იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა განხორციელებულია არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, მათ შორის, თუ მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოების აქტიური სისტემები და მათ გამართულ მუშაობაზე გამოცდის აქტები და დადებითი დასკვნებია წარმოდგენილი.
ამასთან, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით კანონმდებლობა გამკაცრდა, შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟს აკეთებს.
„ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა ატყობინებს შენობაში მყოფებს, დატოვონ შენობა, ასევე, ახდენს მის ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას, რაც მნიშვნელოვან დროს აძლევს სახანძრო-სამაშველო სამსახურს ცეცხლის ქრობისთვის. მიუხედავად ამისა, დაფიქსირდა სამწუხარო შემთხვევები, როდესაც შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მოხდა აღნიშნული სისტემების დემონტაჟი. არიან უპასუხისმგებლო კომპანიები და მშენებლები, რომლებიც ე.წ. აგრეგატებსა და გამწოვ სისტემებს ხსნიან. ექსპლუატაციაში მიღებისთვის ისინი ქირაობენ ამ სისტემას. მივა მუნიციპალური ინსპექცია, შეამოწმებს, რომ ყველაფერი მწყობრშია და კორპუსს მიიღებს ექსპლუტაციაში. შემდეგ მშენებლები ხსნიან ამ სისტემას და პატრონს უბრუნებენ, მოსახლეობა კი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ჩვენთვის მსგავსი დამოკიდებულება წარმოუდგენელია და ამას არ გავატარებთ. უსაფრთხოების წესები ყველამ უნდა დაიცვას. ღმერთმა დაგვიფაროს და რამე რომ მოხდეს, ყველა თბილისის მერიას დაადანაშაულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს და ყველა შესაბამის სამსახურს დაავალა, აღნიშნული მიმართულებით არსებული რეგულაციები გამკაცრდეს და საჭიროების შემთხვევაში, დადგეს კანონმდამრღვევი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„მინდა, დავავალო ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, რომ შესაბამის სამსახურებთან ერთად კატეგორიული ზომები მივიღოთ. თუ საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, პარლამენტი დაგვეხმარება. თუ საჭიროა, რომ ასეთი ქმედება სისხლის სამართლის დონეზე ავიყვანოთ, მაშინ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, რადგან პირადად ჩემთვის ადამიანის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. თუ იკვეთებიან კონკრეტული თაღლითური კომპანიები ან ფიზიკური პირები, ასეთ ადამიანებს სამშენებლო სექტორში არაფერი ესაქმებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ
დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, რომ სასწრაფოდ დაიწყოს მოკვლევა და ექსპლუატაციაში მიღებული შენობების სახანძრო უსაფრთხოების სისტემები შემოწმდეს.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების დეკორატიული განათება მოეწყო.
თბილისის მერის თქმით, ქალაქის ისტორიული არეალის იერსახის აღდგენა-განახლების თვალსაზრისით, დეკორატიული განათების მონტაჟი, როგორც ტექნიკური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
„მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი დეკორატიული განათება მოეწყო. მანამდე იყო დაზიანებული, ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ვიზუალურადაც არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ჩვენს დედაქალაქს შეეფერება. ძალიან მიხარია, რომ ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და სრულად აღდგა. სამუშაოების ფარგლებში, არსებულ და ახალ 48 სვეტზე 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა. სანათები არის თანამედროვე სტანდარტების, გაუმჯობესებული შუქტექნიკური მაჩვენებლებით. ქალაქის ისტორიული არეალის იერსახის აღდგენა-განახლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განახლებული დეკორატიული განათება სულ სხვა ელფერს აძლევს ორივე სანაპიროს და მნიშვნელოვანია როგორც ტექნიკური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ და გაწეული სამუშაოსთვის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ მადლობა გადაუხადა.
დედაქალაქის მერმა აქვე აღნიშნა, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 22 ერთეული სპეცმანქანა - MAN-ისა და RENAULT-ის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა შეისყიდა.
მისივე განმარტებით, შესყიდვა ორ ეტაპად განხორციელდა, ავტობაზის განახლების პროცესი კი მომავალშიც გაგრძელდება.
„ორივე ტენდერის ფარგლებში, შემოყვანილი მანქანების საერთო ღირებულება, დაახლოებით, ცხრა მილიონი ლარია. დასუფთავების მიმართულებით ავტობაზის განახლების შედეგად, ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად უმჯობესდება ნარჩენების გატანის პროცესი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული. სპეცტექნიკის განახლება მომავალშიც გაგრძელდება, რათა ტექნიკის თვალსაზრისით, შესაბამის სამსახურს არ ჰქონდეს შეფერხებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც გაამახვილა. კერძოდ, აღინიშნა, რომ გურამიშვილის პირველი ჩიხის N70-თან, დაახლოებით, 3 500 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება.
მისი თქმით, ყველა რაიონული გამგეობა მსგავსი ტიპის სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს.
„ამ ეტაპზე, გურამიშვილის პირველი ჩიხის N70-თან ასფალტის საფარის დასაგებად საფუძვლის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და მოეწყობა ბორდიური“, - განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო: თბილისის მერია
open_in_new